ისრაელის არმია ღაზას სექტორში შესასვლელად ბრძანებას ელოდება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა იოავ მორდეხაიმ განაცხადა.
"ჩვენ მზად ვართ", - აღნიშნა მორდეხაიმ ისრაელის ტელევიზიის მე-2 არხის ეთერში.
ამ დროისთვის ჯერაც უცნობია, დათანხმდება თუ არა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას, თუ გადაწყვეტს ღაზას სექტორში სამხმელეთო ოპერაციის ჩატარებას.
ამასობაში უკვე მეხუთე დღეა გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია "ღრუბლიანი სვეტი", რომელიც ღაზას სექტორში "ჰამასის" შეიარაღებული ფრთის ლიდერის აჰმად ჯაბარის ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყო.
სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, ისრაელის არმია (ცახალი) წარმატებულად მოქმედებს.
ოპერაციის დაწყების შემდეგ ცახალმა წერტილოვანი დარტყმები განახორციელა 95 სამიზნეზე. მათი უმრავლესობა რაკეტების გასაშვები შახტებია.
ისრაელის არმია იტყობინება, რომ ყველა სამხადრო თვითმფრინავი, რომელიც სამიზნეების განადგურებაში მონაწილებდა წარმატებულად დაბრუნდა საკუთარ ბაზებზე.
ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ განადგურებულია, "ჰამასის" შტაბ-ბინა, რომელშიც განთავსებული იყო ორგანიზაციის ტელეარხებისა და ინტერნეტ-საიტების სერვერები.
ორივე მხარეს მსხვერპლის რაოდენობბა 30-ს აღემატება. ათეულობით ადამიანი დაჭრილია.
ისრაელის არმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირანმა ღაზას სექტორი საკუთარ ბაზად აქცია, სადაც ტერორის ქვეშ ამყოფებს მოსახლეობას. მათივე განმარტებით, სამიზნეები, რომელზედაც ხორცილედება დარტყმები წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ისრაელის სახელმწიფოსთვის.