შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ვაჟა ლელუაშვილს ბრალდება შეეცვალა.
ვაჟა ლელუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 158-ე, 187-ე, 284-ე და 285-ე მუხლებით წარედგინა.
ლელუაშვილის ადვოკატის ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, 159-ე მუხლი, რომლითაც მას დაკავებისას ბრალი წაეყენა ბრალდებიდან ამოღებულია.
ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ მას ბრალდების კონკრეტულ დეტალებზე საუბარი ინფორმაციის გაუხმაურებლობის პირობის საფუძველზე არ აქვს.
ვაჟა ლილუაშვილი 15 ნოემბერს რამდენიმესაათიანი დაკითხვის შსს-ს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად შემდეგ დააკავეს.