2012 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 113.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 189.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.9 მლნ აშშ დოლარით (13.4 მლნ ლარით), ანუ 4.5 პროცენტით მეტია 2011 წლის ოქტომბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების ასევე 92.1 პროცენტი მოდიოდა.
2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 11.0 მლნ აშშ დოლარი (18.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 9.2 მლნ აშშ დოლარის (15.2 მლნ ლარი) გასული წლის ოქტომბერში.