ისრაელის არმიამ ღაზას სექტორის ტერიტორიაზე 186 ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის შენობაზე, სადაც განთავსებულია ისმაილ ხანის მთავრობა. ცეცხლის გახსნის შედეგად შენობა მთლიანად განადგურდა. ღაზას სექტორის მთავრობისწარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ მთავრობა თავი მოვალეობების შესრულებას აგრძელებს და მომავალ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, მას თავისი პოზიცია არ შეუცვლია.
ცნობილია, ასევე რომ იერიშის შედეგად "ჰამასის" წინააღმდეგობის ფრთის ორი მეთაურია დაღუპული.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელის საჰარეო სამხედრო ძალებმა გაანადგურს ოთხი საკვანძო ტრანსფორმატორი, რომელთა გათიშვის შედეგად ელექტტროენერგიის გარეშე დარჩენილია 400 000 ადამიანი. ავიაიერიშის შედეგად ასევე დაზიანებულია ღაზას პოლიციის შენობა და "ჰამასის" ერთ -ერთი მაღალჩინოსანი წარმომადგენლის საცხოვრებელი სახლი.
მთლიანობაში ღაზარ სექტორში დაწყებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულია 30 პალესტინელი და დაჭრილია 300-ზე მეტი. ისრაელმა "ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია 2012 წლის 14 ნოემბერს დაიწყო.