ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები 2026 წლის განმავლობაში უკრაინას 60 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მან ამის შესახებ 15 აპრილს ბერლინში, რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
რუტეს თქმით, 2026 წელს ნატო-ს ქვეყნებმა უკრაინას დამატებით უნდა გამოუყონ 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, რომელიც დაემატება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ საკრედიტო რესურსებს.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მიიღებს საჭირო მხარდაჭერას. ყველა მოკავშირემ უნდა გაზარდოს ინვესტიციები, რათა წელს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მხარდაჭერისთვის 60 მილიარდი დოლარის მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ“, — განაცხადა რუტემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კრედიტიდან მიღებული თანხები უნდა დაემატოს იმ დახმარებას, რომელსაც მოკავშირეები ორმხრივად გამოყოფენ.
გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ დაფინანსება პირველ რიგში უნდა მიიმართოს პრიორიტეტულ მიმართულებებზე — საჰაერო თავდაცვაზე, დრონებზე და გაზრდილი მოქმედების რადიუსის მქონე საბრძოლო მასალაზე.