ისრაელის ზურგის მინისტრი ავი დიხტერი აცხადებს, რომ ისრაელს "უახლოეს დღეებში ასობით სარაკეტო დაცხრილვა ელოდება". სდეროტში პრესისათვის გამართულ ბრიფინგზე დიხტერმა მიმართა მოქალაქეებს თხოვნით სარაკეტო იერიშების შემთხვევაში ზურგის სამმართველოს მითითებებს დაემორჩილონ.
"საჭიროა უბრალო რაღაცის გაკეთება: დაიმალო დაცულ ადგილას, ბინის გამაგრებულ ან შიდა ოთახში ან დაწვეთ იატაკზე. სახელმწიფომ მილიონები ჩადო ნაადრევი გაფრთხილების სისტემის შექმნაში და ამიტომაც მოქალაქეებმა ინსტრუქციები უნდა შეასრულონ.
შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმები ისრაელსა და ღაზას შორის ოთხშაბათიდან მიმდინარეობს. ისრაელის ავიაციის დარტყმის შედეგად სამხედრო ფრთის მოძრაობის მეთაური აჰმედ ჯაბახი დაიღუპა. ისრაელის არმიაში მაშინ განაცხადეს, რომ ეს პალესტინელი ბოევიკების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციის მხოლოდ დასაწყისია.
ისრაელის არმიამ 16 ათასი რეზერვისტის მობილიზაციის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა, რაც შესაძლოა იმის მაუწყებელი იყოს, რომ ისრაელის არმია ღაზაში სამხედრო ოპერაციას იწყებს.
ისრაელმა ასევე გააძლიერა ღაზას სექტორის საჰაერო დაბომბვები და გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ღამის განმავლობაში 130 მდე ობიექტი დაბომბა.
მსხვერპლი არის ორივე მხრიდან. დაღუპულია 18 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები და სამი ებრაელი.
გუშინ ღამით თელავივის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ორი რაკეტა გაუშვეს. ქალაქში ბოლო 20 წლის განმავლობაში საფაერო განგაში იყო გამოცხადებული, მაცხოვრებლები კი მიწისქვეშა თავშესაფარში დაიმალნენ. ამ რაკეტებმა სერიოზული ზიანის მიყენება ვერ შეძლეს.
სულ გუშინ საღამოდან ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 300 მდე სარაკეტო ნაღმი იქნა გაშვებული. ქალაქ თელავივის სარაკეტო დაცხრილვა კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციის მანიშნებელია.