17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ამ დღეს სხვადასხვა რონისძიებით აღნიშნავს.
1939 წლის 28 ოქტომბერს, ფაშისტური ძალების მიერ ჩეხოსლოვაკიაში განათლების დღისადმი მიძღვნილი დემონასტრაციის დარბევას სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის, იან იპლეტალის სიცოცხლე შეეწირა. 15 ნოემბერს, იპლეტალის დასაფლავების დღეს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა და სტუდენტობამ საპროტესტო აქცია ჩაატარა.
1939 წლის 17 ნოემბერს ფაშისტურმა ძალებმა ალყა შემოარტყეს ჩეხოსლოვაკიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს. ფაშისტებმა, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, ზარკსჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს 1200 სტუდენტი, რომელთაგანაც ცხრას სასტიკად გაუსწორდნენ და დახვრიტეს.
ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში, ფაშიზმის წინააღდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ "სტუდენტთა საერთაშრისო დღე" პირველად 2009 წელს აღნიშნა.