მთიან ყარაბაღს ურუგვაის სახელისუფლებო დელეგაცია ესტუმრა - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ორდღიანი ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა. ურუგვაიას დელეგაციას მასპინძლობა სომხეთის პარლამენტის წევრებმა გაუწიეს. ყარაბაღში ვიზიტის ფარგლებში, ურუგვაის დელეგაციის წევრებმა, თვითაღაიარებული რესპუბლიკის "პრეზიდენტთან", "მთავრობის" წევრებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან შეხვედრები გამართეს.
სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მთიანი ყარაბაღი და ურუგვაი მეგობრული სახელმწიფოები არიან, რომელთაც ბევრი საერთო აქვთ, როგორც ისტორიის, ასევე, სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით, ამიტომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს.
აღსანიშნავია, რომ ურუგვაიმ ერთ-ერთმა პირველმა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა სომხეთთან და ასევე, ცნო თურქეთის მიერ სომხების გენოციდი. ამიტომ ერევანში იმედი აქვთ, რომ ამ სახელმწიფომ, შესაძლოა, მთიანი ყარაბაღის "დამოუკიდებლობაც" აღიაროს.