16 ნოემბერს 10 საათიდან 12 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ფურცელაძის, ფხოვის, თაბუკაშვილის და ხაზინის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე დიდგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება სოფელ კვესეთის, დიდების, ბეთანიის და კიკეთის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.