საქართველოს მთავარი პროკურორი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიმართ.
"აღნიშნულ საქმეზე დღეს, 15 ნოემბერს, მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებულნი არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ვაჟა ლილუაშვილი. დაკითხვას ესწრება ხიზანიშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი", - აღნიშნულია განცხადებაში.