,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი სამართალდამცავებმა დააკავონ. როგორც ჟურნალისტებთან აკაკი მინაშვილმა განაცხადა შოთა ხიზანიშვილი დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფება.
"ხიზანიშვილს ადვოკატი ჰყავს, მაგრამ ჯერჯერობით საქმესთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა ვვარაუდობ, რომ იმ საქმეებთან არის დაკავშირებული, რომელიც გუშინ იყო წაყენებული შსს თანამშრომლების მიმართ. Fფორმალურად მოწმის სტატუსით კითხავენ, მაგრამ მიმდინარე დაკავებებმა გვაჩვენა, რომ შოთა ხიზანიშვილს დააკავებენ", _ განაცხადა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შსს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში ახალაიას მოადგილე და თბილის მერის ერთ-ერთი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.