კუდ-ის 38 წლის მაღალჩინოსანი დანაშაულს აღიარებს
პროკურატურის მიერ დაკავებული კუდ-ის მაღალჩინოსანი, ვასილ ჯამალაშვილი დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ მედიას მისმა ადვოკატმა, გიორგი ფოფხაძემ განუცხადა. ჯამალაშვილს ბრალი უკანონო მოსმენებში ედება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული 38 წლისაა და ის კუდ-ის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
ჯამალაშვილის ადვოკატის განცხადებით, დაკავებულისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ, მას ნორმალურად ეპყრობიან და არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სოდ-ის და კუდ-ის მაღალჩინოსნები გუშინ დააკავა.