საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთაში რეაბილიტირებული ქუჩა გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა მცხეთის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაათვალიერა. სააკაშვილის განცხადებით, მცხეთაში კომერციული ობიექტები და ტურისტული ზონები შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას.
"ყოველთვის, როცა სტუმრად მყავდა უცხოელები, ფეხს ვითრევდი მცხეთაში ჩამოსვლისგან, გარშემო იყო სულ ბარაკები, ამიტომ სიღნაღში უფრო მსიამოვნებდა მათი ჩაყვანა. რეაბილიტაციის შემდეგ თბილისს გაუჩნდება გასასვლელი ადგილი სტუმრებისთვის. თბილისელები სიამოვნებით დაისვენებენ აქ შაბათ-კვირას. დიღმის შესასვლელში, გზად მცხეთისკენ, შენდება სავაჭრო ცენტრი, სადაც გაცილებით მეტი მაღაზია იქნება, ვიდრე თბილისში ერთად აღებული,"- განაცხადა სააკაშვილმა.