გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, ღაზას სექტორში ვითარების ესკალაციასთან დაკავშირებით, უშედეგოდ დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინის ავტონომიისა და არაბული ქვეყნების წარმომადგენლები შეეცადნენ, რომ უშიშროების საბჭოს დაეგმო ესრაელის მიერ ღაზას სექტორის ავიადაბომბვა. თუმცა უშიშროების საბჭომ მიღო მხოლოდ კომუნიკე, რომ სხდომა ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაღუსთან და ეგვიპტის პრეზიდენტთან მუჰამედ მუსრისთან ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილა, რომელიც ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის შემდეგ გამწვავდა. ბი-ბი-სის ინფორმაციით, ობამამ ორივე ლიდერთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მით უფრო მისი ტერიტორიის ღაზას სექტორიდან სარაკეტო დაბომბვების გათვალისწინებით. ობამამ მოუწოდა ნეთანიაღულს ღაზას ავიადაბომბვისას მაქსიმალურად შეცადონ, რომ ამ ქმედებას მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ მოჰყვეს.
გუშინ, 14 სექტემბერს, ღაზას სექტორში ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაური აჰმედ ჯაბარი მოკლეს. თვითმხილველთა განცხადებით, ისრაელის ძალებმა ავაიდარტყმა ღაზას სექტორში მოძრავ ავტომობილზე მიიტანეს, რომელშიც პალესტინელი მეთაური იმყოფებოდა. ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერის აჰმედ ჯაბარის ლიკვიდაცია ღაზას სექტორში ექსტრემისტული დაჯგუფებების, მათ შორის, ჰამასისა და "ისლამური ჯიჰადის" წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის დასაწყისია.
ჰამასის ლიდერები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ისრაელმა "ჯოჯოხეთის კარები გააღო"
რამდენიმე დღის წინ ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ ქვეყნის ხლისუფლებამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ჰამასის დაჯგუფების ლიდერების ინდივიდუალური ლიკვიდაციის ტაქტიკის განახლებას.