აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი შეფი დევიდ პეტრეუსი სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარსდგება. ამის შესახებ სენატრორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა.
უნდა აღინიძშნოს რომ პეტროუსთან დაკავშირებულ სექსსკანდალში გახვეული აღმოჩნდა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი გენერალი ჯონ ალენიც.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი, დევიდ პეტრეუსი თანამდებობიდან ქორწინების გარეშე კავშირის გამო გადადგა. ამის შესახებ გენერალმა წერილში თავის ახლა უკვე ექს-კოლეგას მოუთხრო, წერილის ტექსტს კი „ნიუ იორკ თაიმსი" აქვეყნებს.
„მე დაქორწინებული ვიყავი 37 წელი, მიუხედავად ამისა, გამოვიჩინე უპასუხისმგებლობა და ქორწინების გარეშე კავშირი დავამყარე. ასეთი საქციელი დაუშვებელია, როგორც ქმრისა და როგორც ასეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის", - განაცხადა პეტრეუსმა.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, პეტრეუსმა ეს გადაწყვეტილება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მას შემდეგ მიიღო, რას მისი ქორწინების გარეშე კავშირი გამოძიები ფედერალური ბიუროსთვის გახდა ცნობილი. შეიტყვეს რა იმის შესახებ, რომ მას საყვარელი ჰყავდა, მოხდა მისი ელექტრონული მიმოწერის მონიტორინგი. მაღალჩინოსნის ელ-ფოსტა, მისი უსაფრთხოების მიზნით, უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მოწმდებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ მისი გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.
დაზვერვის ხელმძღვანელის რჩეული პოლი ბროადუელი აღმოჩნდა, რომელიც გენერლის ბიოგრაფიული წიგნის ავტორია. ბროადუელმა, ისივე როგორც პეტრეუსმა და მისმა მეუღლემ, ჰოლიმ, ცნობილი სამხედრო აკადემია დაამთავრეს ვესტ-პოინტში. ქალბატონი დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს.
პეტრეუსი ცსს-ს უკვე წელიწადზეა მეტია ხელმძღვანელობდა. ის ამ პოსტზე, დაახლოებით ერთი წლის წინ ბარაკ ობამამ წარადგინა, მას შემდეგ, რაც ყოფილი შეფი ლეონ პანეტა სამუშაოდ პენტაგონში გადავიდა.
დაზვერვის ფედერალური ბიუროს შეფის, დევიდ პეტრეუსის სექს-სკანდალის შემდეგ, რასაც სამხედრო მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა, აშშ-ში, შესაძლოა, კიდევ ერთი სექს-სკანდალი აგორდეს. საქმე ამჯერადაც მაღალი რანგის სამხედროს ეხება. რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ირკვევა, რომ ცნობილი ამერიკელი გენერლის, ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების სარდლის, ჯონ ალენის ქმედებებიც, შესაძლოა, საჯარო განხილვის საგანი გახდეს.
"თავისუფლების" ცნობით, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც გენერლის "შეუფერებელ მიმოწერას" ეხება. უკვე არსებობს დადასტურებული მონაცემები იმის შესახებ, რომ გენერალ ალენს მგავსი მიმოწერა ნაცნობ ქალბატონთან, ჯილ კელისთან ჰქონდა. წერილები, ძირითადად, 2010-2012 წლებით თარიღდება, მათი რაოდენობა კი ათასობით გვერდია, რომელსაც ავღანეთში აშშ-ის ჯარების სარდალი და ქალბატონი ერთმანეთს იმეილების სახით, ელექტრონული ფოსტით უგზავნიდნენ.
ეს ამბავი დევიდ პეტრეუსის სკანდალის ფონზე გამოაშკარავდა. როგორც ცნობილია, პეტრეუსი თანამდებობიდან, ცოლის ღალატის გამოაშკარავების შემდეგ გადადგა. ამჯერად, გახდება თუ არა ეს ფაქტი, გენერალ ჯონ ალენის თანამდებობისათვის საკმარისი საფუძველი, ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რა ბრალდებებს უყენებენ მას და მიაწოდა თუ არა მან ჯილ კელის რაიმე სახის გასაიდუმლოებული ინფორმაცია.