დღეს, 15 ნოემბერს, "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების V საიუბილეო კონფერენცია GITI 2012 გაიხსნება. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართება.
კონფერენციის მთავარი თემაა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები. კონფერენცია წლის საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიით 17 ნოემბერს დასრულდება.
ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი გახსნის.