დღეს, 15 ნოემბერს, 10 საათიდან 16 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების და შანდორ პეტეფის ქუჩის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.