ღაზას სექტორში ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაური აჰმედ ჯაბარი მოკლეს.
თვითმხილველთა განცხადებით, ისრაელის ძალებმა ავაიდარტყმა ღაზას სექტორში მოძრავ ავტომობილზე მიიტანეს, რომელშიც პალესტინელი მეთაური იმყოფებოდა.
რამდენიმე დღის წინ ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ ქვეყნის ხლისუფლებამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ჰამასის დაჯგუფების ლიდერების ინდივიდუალური ლიკვიდაციის ტაქტიკის განახლებას.