14-15 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ლიტვის ენერგეტიკისა და ტარიფების კონტროლის ეროვნულ კომისიას უმასპინძლებს. 14 ნოემბერს მოხდება კომისიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეები იმსჯელებენ მარეგულირებელი კომისიების როლსა და საქმიანობებზე, განიხილავენ საქართველოსა და ლიტვაში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების პრინციპებს. სადისკუსიო თემატიკა შეეხება განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიით ვაჭრობის მდგომარეობასა და განვითარების შესაძლო მიმართულებებს, მომსახურების ხარისხის რეგულირებასა და ა.შ.
ლიტვის მარეგულირებელი კომისიის მხრიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს კომისიის თავმჯდომარე დიანა კორსაკაიტე. ამასთანავე, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ლიტვის ელჩი საქართველოში, იონას პასლაუსკასი.
შეხვედრა შედგება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფისში.