14 ნოემბერს 10 საათიდან 16 საათამდე ისნის და სამგორის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის X კვარტლის, მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთის, თრიალეთის, ედისის, ქაიროს, გაბაშვილის, კალოუბნის და შუამთის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, მოსკოვის გამზირის და მეველეს ქუჩის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება