"ნიუ ენერჯის" საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნება, _აღნიშნულის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა ჟურნალისტებს საქვეუწყებო სამსახურებისგან მიღებული ინფორმაცია გააცნო "ნიუ ენერჯის" მიერ სამინისტროს კოორდინირებით ჩატარებული და განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ.
პრესკონფერენციაზე საუბარი ასევე შეეხო წინა მთავრობის განკარგულებებს, რომლებიც გამარტივებული წესით შესყიდვებს გულისხმობდა. სამინისტრო ამ წესის გადახედვასა და ტენდერების გამოცხადებას აპირებს. გარდა ამისა, ნარმანიამ კახეთში მიმდინარე ერთ მშენებლობაზეც ისაუბრეს, რომელიც საეჭვო გარემოებების გამო პროკურატურას გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ნიუ ენერჯი" წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროსთან და სამინისტროს კოორდინირებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. ანგარიში, "ნიუ ენერჯის" საქმიანობის შესახებ ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნება.