ჩვენ არ ვაპირებთ ბოიკოტის სიტუაციის შექმნას, _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ 2013 წლის ბიუჯეტში ბევრი საკითხი სიღრმისეულად შესწავლას საჭიროებდა.
,,გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტი ქვეყნისთვის უმთავრესი დოკუმენტია ის საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვაპირებთ ბოიკოტის სიტუაციის შექმნას უბრალოდ, ზოგიერთი საკითხები საჭიროებდა უფრო სწრაფ, დაწვრილებით გამოკვლევას, რაც ჩვენ გავაკეთეთ და ახალა შეგვიძლია ჩვეულებრივ რეჟიმში ვიმუშაოთ", -განაცხადა გივი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატები 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.