ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, თუშეთის დაცულ ტერიტორიებში მზის ენერგიის ბატარეები დამონტაჟდება. ამ განცხადებას, გარემოს დაცვის სამინისტროში, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, გოგა ხაჩიძე აკეთებს.
"ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, თუშეთის დაცულ ტერიტორიებში მზის ენერგიის ბატარეები დამონტაჟდება, რომელიც ჩვენ დაცულ ტერიტორიებში ინფრასტრუქტურის განვითარებას ძალიან დაეხმარება"- გოგა ხაჩიძე.