ჯონდი ბაღათურია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთათვის გამოყიფილი თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს და ანტიკრიზისული საბჭოს მოწვევას ითხოვს.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალერი კოპალეიშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო ანტიკრიზისული საბჭისთვის მზადაა: "ეს არის მორიგი უსაფუძვლო ხმაური, ყურადღების მიქცევის და პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით. სახელმწიფო არავის ტოვებს საცხოვრებლის, კოტეჯის ან კომპენსაციის გარეშე. სამინისტრო მზად არის, ნებისმიერ დროს წარდგეს ანტიკრიზისული საბჭოს წინაშე და ანგარიში წარადგინოს."