გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ვერონიკა საფრანკოვას ხელმძღვანელობით დელეგაცია მინისტრ გოგა ხაჩიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ვერონიკა საფრანკოვამ და გოგა ხაჩიძემ საქართველოსა და ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროების პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართველმა და ჩეხმა კოლეგებმა ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითხებზე: ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, აღმოსავლეთის პარტნიორობა, ევროკავშირის და წევრი ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროგრამები, თვინინგის პროექტები, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებები.
„ჩეხეთისა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის ძალიან საინტერესო საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენ კოპენჰაგენში გვქონდა რამდენიმე შეხვედრა მინისტრთან, დღეს უკვე ამ მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგი გვაქვს", _ განაცხადა გოგა ხაჩიძემ.