"ვიკილიქსის" დამფუძნებელს, ჯულიან ასანჯის ლონდონში, ეკვადორის საელჩოში დარჩენა აღარ შეუძლია, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამის შესახებ ცნობილმა ესპანელმა იურისტმა, ადვოკატმა აბალთასარ გარსონმა განაცხადა, რომელიც ასანჟს იცავს.
თუ მისი საელჩოს ტერიტორიაზე იზოლაცია გაგრძელდება, ასანჯის სერიოზული სამედიცინო და ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნება" - განაცხადა გარსონმა და დასძინა, რომ ასანჟი არ გაურბის სასამართლო პროცესს, რომელიც შვედეთში უნდა გაიმართოს, თუმცა, აშშ-ში ექსტრადირების ეშინია. იქ მას სამუდამო პატიმრობა ელის, ჯაშუშობისა და სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის ბრალდებით. როგორც ცნობილია, ასანჯის ბრალად გაუპატიურება ედება. ადვოკატი წინააღმდეგი არ არის, რომ სასამართლო შვედეთში გაიმართოს, მხოლოდ ის ასანჯისთვის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.