ნინა ხატისკაცთან მოლაპარაკებას სახალხო დამცველის პოსტზე ,,ქართული ოცნების" ლიდერები ირაკლი სესიაშვილი და დავით საგანელიძე აწარმოებდნენ. როგორც სახალხო დაცველის კანდიდატმა ნინა ხატისკაცმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა მან უარი სახალხო დამცველის თანამდებობაზე თამარ გურჩიანის გამო თქვა.
"სახალხო დამცველის პოზიციაზე თავიდანვე უარი თამარ გურჩიანის კანდიდატურის გამო ვთქვი. შემდეგ სოციალურ სქელებში რამდენიმე ადამიანმა შექმნა ჯგუფი და დაიწყეს ჩემს კანდიდატურაზე საუბარი. ამის შემდგომ დამირეკა უმრავლესობის სახლით ჯერ ირაკლი სესიაშვილმა და შემდეგ დავით საგანელიძემ. ვერ ვიტყვი რომ ეს იყო მაინც და მაინც შეთავაზება, უბრალოდ ისინი დაინტერესდნენ ჩემი კანდიდატურით. მე ხაზგასმით უთხარი , რომ თუ დღის წესრიგში გურჩიანის კანდიდატურა არ იქნებოდა მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებდი მონაწილეობას",- განაცხადა ხატისკაცმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურად უმრავლესობამ ნინა ხატისკაცი დაასახელა.