საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სკოლებიდან მოსწავლეების გარიცხვა არ უნდა მოხდეს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა და ზოგადსაგანმანათლებლო საკითხებში მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძემ განმარტეს, არსებული კანონმდებლობის თანახმად, მოსწავლის გარიცხვა შეიძლება პირველიდან მეცხრე კლასამდე.
"საერთო აზრის ფორმირების შემდეგ, სავარაუდოდ, კანონმდებლობაშიც შევა ცვლილება და უკვე ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, მოსწავლე აღარ გაირიცხება სკოლიდან და სწავლის პარალელურად, მათთან იმუშავებენ ფსიქოლოგები, ან იმ პროფესიის წარმომადგენლები, რა კუთხითაც მოსწავლეს დახმარება დასჭირდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში უნდა შეიქმნას გარკვეული ჯგუფები და ინსტიტუციები, რომლებიც ე.წ. ძნელად აღსაზრდელ მოსწავლეებზე იმუშავებენ, პარალელურად კი მოსწავლეები აღარ მოწყდებიან სასწავლო პროცესს.