ავტობუსების მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ და ანაზღაურების გაზრდასთან ერთად თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელისა და "სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორის შეცვლას ითხოვენ.
მძღოლები "სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძრაბელად მათთვის სასურველ კანდიდატურებს განიხილავენ და გეგმავენ, რომ ამ კანდიდატის დანიშვნა მოითხოვონ. ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება გია მაისურაძის კანდიდატურა, რომელსაც მძღოლების უმრავლესობა უჭერს მხარს.
მძღილების ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება მერიის წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს მძღოლების ხელფასი 800-დან 1000 ლარამდეა, ისინი ამბობენ, რომ კონტრაქტებში უწერიათ ეს ციფრები, თუმცა საბოლოო ჯამში, მის ნახევარს, საშუალოდ 400-500 ლარს გამოიმუშავებენ.
მძღოლებს იმედი აქვთ, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს და მხარს დაუჭეს. ამ მიზნით ისინი აპირებენ, რომ მოლაპარაკებები გლდანის მაჟორიტარ დეპუტატთან სოსო ჯაჭვლიანთან გამართონ.