მიმდინარე წელს ნავთობის მსოფლიო ფასები სტაბილური იქნება 70-80 დოლარის დიაპაზონში ბარელზე. განაცხადა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) პრეზიდენტმა გერმანიკო პინომ.
ფასები სტაბილური იქნება მსოფლიო ეკონომიკაში სიტუაციის გაუმჯობესების პირობებში. ოპეკი, მისი თქმით, ვერ ხედავს რაიმე კრიზისულ სცენარს მიმდინარე წელს.
მიუხედავად ამისა, გასულ კვირას ნავთობის ფასი დაეცა ევროპაში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივასთან დაკავშირებით ინვესტორებისა და დოლარის კურსის გაზრდის საშიშროების პირობებში.