ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან მცდელობა, რომ ორხელისუფლებიანობა შემოეტანა შეიარაღებულ ძალებში არ გამოუვიდათ, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "პოსტკრიპტუმში". მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები აგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.
"არსებობს სრული სამოქალაქო კონტორლი შეიარაღებულ ძალებზე. ყოველწუთიერად ვიღებ ინფორმაციას თუ რა მდგომარეობაა ჩვენს თავდაცვის უწყებაში, შეიარაღებულ ძალებში. მინდა გითხრათ, რომ მცდელობები, რომელიც იყო სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან, რომ ორხელისუფლებიანობა შემოეტანა შეიარაღებულ ძალებში, ეს მცდელობა არ გამოუვიდათ და მინდა ვთქვა, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, შეკრულია ერთად თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები", - განაცხადა ალასანიამ.