საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში 2010 წლის 1-ლი იანვრისათვის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 73.4 პროცენტი შეადგინა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებლი 2.0 პროცენტული პუნქტით მეტია გასული წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით.
"უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 75.8 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 23.3 პროცენტს შეადგენს", _ განმარტავენ სებ-ში.
ამასთან სებ-ის ინფორმაციით, დეკემბერში დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.4 პროცენტს შეადგენდა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.7 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.2 პროცენტს.