მსოფლიოში ნავთობის მოპოვების პიკი მიღწეულ იქნება 2015 წელს, რის შემდეგაც დაიწყება მისი წარმოების დაცემა. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია " Peak Oil Group "-ის ექსპერტთა მოხსენებაში.
მათი გათვლებით, თავის პიკზე ნავთობის მსოფლიო წარმოება მიაღწევს 92 მილიონ ბარელს დღე-ღამეში. ამისათვის აუცილებელი სიმძლავრეები ამოქმედდება მსოფლიო მრეწველობაში უკვე 2010 წლის ბოლოს, ამის შემდეგ დაიწყება არსებული საბადოების აღმოფხვრა.
შედეგად, ექსპერტთა აზრით, უახლოეს პერიოდში სავარაუდოა ნავთობის ფასის გაზრდა 100 დოლარამდე ბარელზე და უფრო ზევითაც კი.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ იაფი ნავთობი, რომლის წარმოებითი თვითღირებულება შეადგენს 25 დოლარს ბარელზე, მთელ მსოფლიოში 2005 წელს დამთავრდა. ამასთან პრაქტიკულად არ არის არანაირი შანსი ასეთი დაბალი წარმოებითი ფასის მქონე ახალი საბადოების აღმოჩენისა.