ავღანეთის სამხრეთით, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ნატოს კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეებს. დაღუპულია ერთი ჯარისკაცი.
ნატოს სარდლობა ჯერ-ჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულის ვინაობის შესახებ.
მიმდინარე წელს ავღანეთში საერთაშორისო ძალების 50 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები