ბი-ბი-სის გენერალური დირექტორი ჯორჯ ენტუისლი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის მიზეზი გახდა არსარწმუნო რეპორტაჟი, რომელშიც კონსერვატორული პარტიის წევრი პედოფილიაში დაადანაშაულეს.
"როგორც ბი-ბი-სის გენერალური დრიექტორს სრულად მეკისრება პასუხისმგებლობა ყველა პროგრამისა და გადაცემის შინაარსზე. პროგრამა, რომელიც ეთერში 2 ნოემბერს გავიდა, არ შეესაბამებოდა ჟურნალისტურ სტანდარტებს და მე გადავწყვიტე, რომ ღირსების საკითხია გადავდგე საკუთარი პოსტიდან", - განაცხადა ჯორჯ ენტუისლმა.
ტელეპროგრამაში "ნიუსნაით", რომელშიც საუბარი მიდიოდა ბავშვთა სახლების აღსაზრდენლებზე, რომლებიც სექსულაური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, შეცდომით - საქმეთან კავშირში, დასახელდა კონსერვატორული პარტიის ყოფილი წევრი - პოლიტიკოსი, ლორდ მაკელპაინი.
ბი-ბი-სიმ ლორდს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში. ბი-ბი-სის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ ლორდ პატენმა განაცხადა, რომ კორპორაცია საჭიროებს ხელმძღვანელობის სტრუქტურის ფართომასშტაბიან გადახედვას.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეეცადა გენერალური დირექტორი, რომელიც ამავე დროს კორპორაციის მთავარი რედაქტორიცაა დაერწმუნებინა არ დაეტოვებინა პოსტი, თუმცა მან გადადგომის გადაწვეტილება მიიღო. ბი-ბი-სის ახალი გენერალური დირექტორი უახლოეს ხანში დაინიშნება.