უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რეგიონების პარტიამ საბოლოოდ ხმების 30% მოიპოვა და უმაღლეს რადაში პროპორციული არჩევნების შედეგად, პარტიული სიით 72 დეპუტატი გაიყვანა.
ოპოზიციური გაერთიანება "ბატკივშინა", რომლის ლიდერი უკრაინის ექს პრემიერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოა, პარლამენტში 62 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი (25,54%), ვიტალი კლიჩკოს "უდარმა" კი 34 მანდატი (13,96%) მოიპოვა.
საბოლოო შედეგების მიხედვით, უკრაინელმა კომუნისტებმა პარლამენტში 32 მანდატი (13,18%) მიიღეს, ნაციონალისტურ გაერთიანება "თავისუფლებას" 25 მანდატი (10,44%) ერგო.
არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.