დავით დარჩიაშვილი: იანუკოვიჩის პრეზიდენტად არჩევით საქართველოსთვის პარტნიორი ქვეყნის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს
უკრაინაში ვიქტრ იანუკოვიჩის პრეზიდენტად არჩევით საქართველოსთვის პარტნიორი ქვეყნის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს. ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
დარჩიაშვილს ამ ოპტიმიზმის საფუძველს კი `ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები და სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობა~ აძლევს, რაც მისივე თქმით, `ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკური ლიდერების პირადი ურთიერთობები~.
`ვარდებისა და ნარინჯისფერი რევოლუციების ლიდერების დაახლება საერთო პოლიტიკურმა მსოფლმხედველობამ განაპირობა. ამასთან, ადგილი ჰქონდა პერსონალური სიახლოვესაც. უკრაინაში ვერ გატარდა ის რეფორმები, რასაც საზოგადოება ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლებისგან ელოდა, რაც ხელისუფლების შეცვლის მიზეზი გახდა. თუმცა ვინც არ უნდა გახდეს უკრაინის პრეზიდენტი, როცა საქმე გრძელვადიან პერსპეტივაში ორი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეხება, ეს ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკური ლიდერების პერსონალური ურთიერთობები~, _ აცხადებს დარჩიაშვილი.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით კი დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ `უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები არ შეიცვლება~.