სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემის (გის) დანერგვასთან დაკავშირებით. გასულ წლებში ამერიკა-საქართველოს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში საფუძველი ჩაეყარა გის-ის ცენტრის შექმნას.
პროექტის დასრულების შემდეგ, ამერიკული კომპანიების Critigen "და " Ch2mhill " მხარდაჭერით მიმდინარეობს ცენტრის სრულყოფა, გისის ექსპერტი (Ch2mhill) სისტემატიურად ატარებს მენტორინგს. მიმდინარე წლის 2 ნოემბერს " Critigen " წარმომადგენლებმა ლაბორატორიის თანამშრომლებს ჩაუტარეს მორიგი სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსი GPS მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებით.