უახლოესი 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს ეკონომიკური ბალანსი კარდინალურად შეიცვლება. ასეთ პროგნოზს აკეთებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და გავითარების ორგანიზაცია, რომელშიც მსოფლიოს 34 წამყვანი სახელმწიფო შედის.
პროგნოზის მიხედვით ჩინეთი აშშ-ს 2016 წელს დაეწევა, ხოლო 50 წელიც არ სჭირდება იმას, რომ ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკების ერთობლივმა სიმძლავრემ გადაააჭარბოს დანარჩენ განვითარებულ ქვეყნების ერთობლივ ეკონომიკებს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და გავითარების ორგანიზაციის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გავითარებადი ქვეყნების წილი მსოფლიო წარმოებაში განუხრელად გაიზრდება.
"ყველაზე ღარიბ ქვეყნებშიც კი უახლესი 50 წლის განმავლობაში მოსახლეობის შემოსავალი 4-ჯერ გაიზრდება", - მიიჩნევენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და გავითარების ორგანიზაციაში.
მასალის გამოყენების პირობები