ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის კომიტეტის ინფორმაციით, 2013 წელს ქართული დიასპორების მხარდაჭერისთვის 850 ათასი ლარი გამოიყოფა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი არაა საბოლოო ვარიანტი და სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება საკომიტეტო მოსმენების შემდეგ განხორციელდება.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბაზ სანიკიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე არ იმყოფებოდნენ.
მისი განცხადებით, მათ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს საკანონმდებლო ორგანოს მიმართ და მონაწილეობა მიიღონ კომიტეტში საკითხების განხილვის პროცესში. რაც შეეხება სამინისტროსთვის გამოყოფილ დაფინანსებას, გუბაზ სანიკიძეს, თანხები არასაკმარისად მიაჩნია, თუმცა მისი განცხადებით კომიტეტი მხარს დაუჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს, რადგან ქვეყანა ამ ეტაპზე სხვა უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთსულოვნად მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საბიუჯეტო კანონპროექტს.