სოციალური შეღავათების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პირად ივანიშვილმა მიიღო, _ განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ,,რუსთავი-2"-თან საუბარში და აღნიშნა, რომ პრემიერმა გადაწყვეტილება გაცნობიერებულად მიიღო.
,,აქამდე გულწრფელად მჯეროდა რომ ყველაფერი ფინანსთა სამინისტროს დონეზე იყო. ფინანსთა სამინიტრო არის კონსერვატული ორგანო, რომლიც ცდილობს ყველანაირი ხარჯები შეკვეცოს დაასეკვესტროს და ეს მისი ბუნებრივი მიდრეკილებაა და ამაში რაიმე ბრალს ვერც დასდებ. Dდღეს გამოჩნა და ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ აღიარა რომ მისი პირველი დადგენილება პრემიერ-მინისტრის რანგში ეხება შეღავათების გაუქმებას და დაადასტურა რომ შეღავათები მის მიერაა გაუქმებული", - განაცხადა უგულავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ივანიშვილმა გადაწყვეტილება გაცნობიერებულად მიიღო, რათა ვინმესთვის ჭკუა ესწავლებინა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის სხდომაზე გიგი უგულავას დასწრებისა და სოციალური შეღავათების განხილვის შესაძლებლობა არ მისცეს.