სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რუსულ ტელეარხ "Russia Today" -ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.
მან ასევე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ არ მიაჩნია, რომ დასავლეთის ქვეყნები გამოიყენებენ სამხედრო ძალას სირიის კონფლიქტში, თუმცა დასძინა, რომ უცხო ქვეყნის ნებისნიერი სამხედრო ინტერვენცია სირიაში მის მონაწილეებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ, შედეგები კი საგრძნობი იქნება "ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე".