მსხვილმა ავიაკომპანიებმა ნიუ-იორკსა და მის მიმდებარე ზონაში ასობით რეისი გადადეს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ახალი შტორმის მოახლოებას უკავშირდება.
როგორც ვარაუდობენ, შტორმი გაცილებით ინტენსიური ღამით იქნება. პროგნოზების თანახმად, ნიუ-იორკში ძლიერ წვიმასა და 3-5 სანტიმეტრამდე თოვლს ვარაუდობენ, ქარის სიჩქარე კი 100 კილომეტრს მიაღწევს საათში. მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია უკვე მოხდა, თუმცა, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, მასშტაბური ევაკუაციის საჭიროება ჯერ კიდევ არ არის.
შეგახსენებთ, რომ ტროპიკული ქარიშხლის, "სენდის" მიზეზით, რომელიც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ოქტომბრის ბოლოს დატყდა თავს, 20 ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო. სტიქიურმა უბედურებამ 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ქარიშხლის შედეგად მიყენებულმა ზარალმა ათეულობით მილიარდი დოლარი შეადგინა.