ავლაბარში, ფაბრიციუსის ქუჩაზე ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის დროს ადგილზე ოჯახის არც ერთი წევრი არ იმყოფებოდა.
ხანძრის გაჩენის სავარაუდოდ მიზეზად შეშის ღუმელს ასახელებენ. წინასწარი ინფორმაციით, სახლის მეპატრონემ ის ანთებული დატოვა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის 10 ბრიგადა მუშაობა.
დაზარალებულ ოჯახს დროებით თავშესაფარს ადგილობრივი გამგეობა გამოუყოფს.