სააკაშვილი ახალ წლამდე პრეზიდენტი არ იქნება, მაშინ ისიც გითხარით, ვიღაცას დაიჭერენ, სააკაშვილი ამას გამოიყენებს და იტყვის, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, - აცხადებს გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში ვალერი გელბახიანი. მისი თქმით, სახელმწიფო წავიდა რევანშისტული გზით, იტყვის, რომ ეს ხელისუფლება ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და დემოკრატიული რეჟიმიდან გადადის ტოტალიტარულ რეჟიმზე,
"ამიტომ სააკაშვილმა შეამზადა წინა პირობა, ამის შემდეგ გეტყვით, რაც მოხდება, _
სააკაშვილი მიულოცავს ამერიკის პრეზიდენტს არჩევნებს, წავა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქიდან გაკეთდება განცხადება, რომ საქართველში დაიწყო დემოკრატიიდან ტოტალიტა რიზმზე გადასვლის პროცესი, დაიწყო პოლიტიკური ანგარიშსწორებები და სააკაშვილი იმასაც იტყვის, რომ ყველა ჩემი ძალისხმევა წყალში ჩაიყარა. სააკაშვილი
სწორედ ამ მოტივით ეძებდა საბაბს, არ გამოვრიცხავ, რომ ვერსია, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ზუსტად ასე განხორციელდეს. მით უმეტეს, გითხარით რამდენიმე
კვირით ადრე, რომ სააკაშვილი აუცილებლად გადადგება. რევანშისტული მოთხოვნები საზოგადოებაში იქნება, მაგრამ ახალ ხელისუფლებას მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ. სააკაშვილს ისეთი საბაბი არ უნდა მიეცეს, რომ ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მე მინდა ხალხს მოვუწოდო,რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე", - აცხადებს გელბახიანი და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ ვერსიას ყური მოვკარი, პოლიტიკური რევანშიზმი შესაძლოა, სამოქალაქო რევანშში გადაიზარდოს...