სენაკი-ფოთის სარკინიგზო მოძრაობა უკვე განახლებულია. საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და გამთენიისას მუშაობა დაასრულეს.
აღდგენილ მონაკვეთს ჩაუტარდა საბოლოო შემოწმება, შემოწმდა უსაფრთხოების ნორმები და დღეს დილით სენაკი-ფოთის მონაკვეთზე პირველმა მატარებელმაც გაიარა.
ამ წუთისათვის სამგზავრო და სატვირთო შემადგენლობები შეუფერხებლად მოძრაობენ.