აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მორიგი გამარჯვება მოიპოვა თეთრ სახლში დაბრუნდა და მეორე ვადით პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
ობამა ვაშინგტონში მშობლიური ქალაქ ჩიკაგოდან მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად ჩავიდა.
თეთრ სახლში იგი მიესალმა ჟურნალისტებს და იხუმრა : "აქ, თქვენთან, ცივა, რამე მოხდა?"
ვაშინგტონში გამომგზავრებამდე კი ჩიკაგოში, ობამამ განაცხადა, რომ ბრუნდება თეთრ სახლში, რათა რაც შეიძლება სწრაფად გააგრძელოს მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატი მიტ რომნი დაამარცხა.