გვატემალაში მომხდარი 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 48-ს მიაღწია.
"დიდი მწუხარებით უნდა განვაცხადოთ, რომ დაღუპულია 48 ადამიანი. ეს ნამდვილი ტრაგედიაა", - განაცხადა გვატემალის პრეზიდენტმა ოტო პერეს მოლინამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე დიდი ზიანი სან-მარკოსის დეპარტამენტს მიადგა, სადაც 39 ადამიანია დაღუპული. დანგრეულია 50 სახლი.
სხვადასხვა სახის დაზიანება მიღებული აქვს 155 ადამიანს, 100 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
უნდა აღინიშნოს, რომ მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა კოსტა-რიკაში, სალვადორსა და მექსიკაშიც.
მასალის გამოყენების პირობები