აშშ-ს სენატში პირველად, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ლესბოსელი ტამი ბოლდუინი აირჩიეს. იგი არც მალავს თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "ABC" ავრცელებს.
ბოლდუინი არჩეულია სენატორად შტატ ვისკონსინიდან. ადრე სწორედ ეს ქალი იყო პირველი ღია ლესბოსელი, რომელიც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში იქნა არჩეული.
ამას გარდა, აშშ-ს შტატების მერილენდისა და მენის მაცხოვრებლებმა ასევე ხმა მისცეს ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას, რაც გახდა ისტორიული გამარჯვება ჰომოსექსუალისტების უფლებებისათვის მებრძოლებისა ამ შტატებში. ანალოგიური რეერენდუმი ვაშინგტონსა და მინესოტაშიც ჩატარდა, თუმცა შედეგები ჯერ ჯერობით უცნობია.
დღეისათვის ერთსქესიანი ქორწინებები აშშ-ს ექვს შტატშია ლეგალიზებული.