ბენგალის სრუტეში ბანგლადეშის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზე 110 ლტოლვილი იმყოფებოდა. სანაპიროს დაცვის სამსახურის ინფორმაციით, გემი მალაიზიაში მიდიოდა. ამ დროსათვის ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ გადარჩენილია 11 ადამიანი. დამატებითი ინფორმაცია ამ ტრაგედიის შესახებ ჯერ ჯერობით არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა იმისა, რომ მყიფე, გადატვირთული გემები იძირება. გასულ კვირას ანალოგიურად ჩაძირულ გემზე 130 ადამიანი იმყოფებოდა. გადარჩა მხლოდ ექვსი.